“ქართული ოცნების” ქუთაისის საკრებულოს პროპორციული სიის ათეული infoimereti.ge-სთვის ცნობილია.
სიის პირველი ნომერი, ქუთაისის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძეა.
წყარო იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო infoimereti.ge-ს უყვება, რომ “ქართული ოცნების” საკრებულოში უმრავლესობით შესვლის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარე შესაძლოა სწორედ დიმიტრი მხეიძე იყოს.
სიის ათეული კი ასეთია: 1. დიმიტრი მხეიძე 2. გია ბასილაძე 3. მანანა ჩიხლაძე 4. პაატა ლილუაშვილი 5. ბაქარ მახარაძე 6. მარეხი ნიჟარაძე 7.ლევან სანიკიძე 8. მერაბ ჭოხონელიძე 9. მაია სიმონიძე 10. ბესო ხამაშურიძე
შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტო infoimereti.ge-მ ექსკლუზიურად უკვე გამოაქვეყნა პარტია “ნაციონალური მოძრაობის” და პარტია “საქართველოსთვის” პროპორციული სიის ათეული.
კომენტარები