მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, “ქართული ოცნების” რუსული კანონი დღესაც გააპროტესტეს

ქუთაისში, “ქართული ოცნების” რუსული კანონი დღესაც გააპროტესტეს

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია, რამდენიმე დღეა, ყოველ საღამოს იმართება. ახალგაზრდები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იკრიბებიან და “ქართული ოცნების” მიერ პირველი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონპროექტს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას  აღნიშნული კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ქუთაისში უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

უწყვეტი ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე, “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით უკვე მეორედ მიიღო. პირველად, იგივე კანონპროექტი მმართველმა პარტიამ შარშან, 2023 წლის მარტში მიიღო, თუმცა პროტესტის შემდეგ მეორე მოსმენისას კანონპროექტი ჩააგდეს. ამის შემდეგ ხელისუფლება ხალხს დაჰპირდა, რომ ამ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, თუმცა ზუსტად ერთი წლის შემდეგ იგივე კანონი, შეცვლილი სახელწოდებით, კვლავ დააინიციირეს.

კომენტარები