ქუთაისში “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების განეიტრალება დაიწყო, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ინფორმაციით, რამაზ შენგელიას სახელობის “ტორპედოს” სტადიონის ადმინისტრაციულ შენობაში, “ქართული ოცნების” ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძე და საკრებულოს წევრი გია მახარაძე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს შეხვდნენ და მათ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების პირადობის მოწმობების ჩამორთმევა მოსთხოვეს.
ასევე, პოლიტიკოსების თქმით, პროცესში ჩართულები არიან კრიმინალური ავტორიტეტები.
ქუთაისის საკრებულოს მაღალჩინოსნები ბრალდებებს არ პასუხობენ.
კომენტარები