ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, არსებული კულტურული მემკვიდრეობის შენობის სახურავიდან საგნები ცვივა.
აღნიშნული შენობის ნაწილი ცოტა ხნის წინ დაიწვა, ახლა კი, ქარის გამო სახურავიდან ხის ფიცრები და თუნუქის სახურავის ფრაგმენტები ცვივა.
“ქუჩაზე, სადაც უამრავი ადამიანი მოძრაობს, ცვივა მძიმე საგნები, არავინ ყურადღებას არ აქცევს, იქნებ ვინმე დაინტერესდეს”, – უთხრეს ინფო იმერეთს”.
კომენტარები