ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტის “თანასწორი, ძალადობისა და შევიწროებისგან თავისუფალი გარემო ღირსეული შრომის უზრუნველსაყოფად” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
პროექტს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება რეგიონული ინიციატივების ცენტრი “ნათელი მომავალთან” პარტნიორობით ახორციელებდა.
პროექტის მენეჯერმა მარიკა ვაჭარაძემ პროექტის საქმიანობის და იმ ღონისძიებების შესახებ ისაუბრა რომელიც ერთი წლის მანძილზე განხორციელდა.
“პროექტის სამიზნე 12 მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო იყო. საჯარო მოხელეებისთვის პირველ ეტაპზე ჩატარდა გასვლითი ტრენინგი, ხოლო მეორე ეტაპზე მოხდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, რომელიც საჯარო დაწესებულოებებში თანასწორი და თავისუფალი გარემოს შესწავლას მოიცავდა“, – განაცხადა მან.
პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა ხაზი გაუზვა ღირსეული შრომის უზრუნველყოფას სამუშაო ადგილებზე და კანონთან შესაბამისაობაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
“მნიშვნელოვანია შინაგანაწესი და დებულებები პასუხობდეს იმ ცვლილებებს, რაც ამ მიმართულებით რეალურად უნდა განხორციელდეს, გენდერული საბჭოები და გენდერზე პასუხისმგებელი პირები უნდა უზრუნველყოფდნენ ისეთი აქტივობების განხორციელებას, რომელიც მიმართული იქნება ღირსეული შრომის უზრუნველყოფისკენ, თანასწორი და ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნისკენ“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.
პროექტის ფარგლებში მომზადდა მონიტორინგის ანგარიში, რომელსაც ბეჭდური სახით იყო წარმოდგენილი, ხოლო ანგარიში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თაბვჯდომარის მოადგილემ თამარ სურმავამ წარადგინა.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, მედია და სამოქალაქო სექტორი ესწრებოდა.
კომენტარები