მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში შაქრის დეფიციტია – სასურსათო მაღაზიების დიდ ნაწილში მარაგი აღარ აქვთ

ქუთაისში შაქრის დეფიციტია –  სასურსათო მაღაზიების დიდ ნაწილში მარაგი აღარ აქვთ

ქუთაისში შაქრის დეფიციტია. სასურსათო მაღაზიების დიდ ნაწილს შაქრის მარაგი აღარ აქვს, იქ სადაც ჯერ კიდევ არის, მომხმარებელს ლიმიტი დაუწესეს და 5 კგ-ზე მეტს ვერ შეიძენ.

მოსახლეობა ამბობს, რომ არსებული ინფორმაციით შაქარი ძვირდება, ამიტომ ისინი ცდილობენ მარაგი გააკეთონ.

“ორ მაღაზიაში არ ჰქონდათ, მერე “კარფურში” წავედი, მაგრამ მითხრეს ერთი ადამიანი 5 კგ-ზე მეტს ვერ იყიდიო, მოთხოვნაა გაზრდილი, მაღაზიებმაც ჩვენგან იყიდეს და ჩვენი მარაგიც იწურებაო. როგორც თქვეს, შაქრის ფასი 4 ლარამდე გაიზრდება”, – აცხადებს ადგილობრივი მერი ლოსაბერიძე.

ცნობისთვის, მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო უკრაინამ რამდენიმე საკვები პროდუქტის ექსპორტი შეაჩერა.

დროებითი აკრძალვა შეეხება შემდეგ პროდუქტებს: ჭვავი, შვრია, წიწიბურა, ფეტვი, ხორცი, შაქარი და საკვები მარილი.

რიგი პროდუქტების – ხორბლის, სიმინდის, მცენარეული ზეთის, ფრინველის ხორცის და კვერცხის ექსპორტისთვის საჭიროა უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს ნებართვა.

კომენტარები