ქუთაისში ძლიერმა წვიმამ საცხოვრებელი სახლები დატბორა.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა რამდენიმე ქუჩაზე, დატბორილია ეზოები, წყლის ნაკადები სახლებში შევარდა, განადგურებულია ავეჯი და ტექნიკა.
“დილის 5 საათის მერე მერიასაც ვურეკავ და სამაშველოსაც, არცერთი მოსულა და არც მეორე, მერიაში მითხრეს, ჩვენი რა დანაშაულია სანიაღვრე ქსელი გაიჭედაო, თუ იცოდა, რომ იჭედებოდა, მოესწრიგებინათ”, – განაცხადა იზო ჭანკვეტაძემ.
კომენტარები