ქუთაისში, ქვეითებისთვის განკუთვნილი ტროტუარების გასწვრივ არსებული გამწვანების ზოლის სივრცე მოუვლელია.
აღნიშნულ სივრცეებში ძირითად შემთხვევაში სარეველა ან ველური ბალახების სიმაღლე ერთ მეტრს აჭარბებს.ასევე პერიმეტრი ნარჩენებით არის დაბინძურებული.
ადგილობრივები ქალაქის ხელმძღვანელობას გულგრილობაში ადანაშაულებენ.
“ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე გამწვანების ზოლი საშინელ მდგომარეობაშია, არავინ ყურადღებას არ აქცევს, არც არავინ უვლის”, – აცხადებენ ადგილობრივები.
კომენტარები