მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ხელისუფლება “მადლიერების სახლის” შენობას ასხვისებს

ქუთაისში ხელისუფლება “მადლიერების სახლის” შენობას ასხვისებს

qუთაისში ხელისუფლება “მადლიერების სახლის” შენობას ასხვისებს.

ეს ის დაწესებულებაა, სადაც ქალაქის მასშტაბით მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები უფასო საკვებს იღებენ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიგა შუშანიას თქმით,  სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შენობას ისე ყიდიან, რომ ალტერნატიული ფართი არც გამოყოფილია და არც აშენებული.

“ქუთაისის მერის მორიგი ახირების გამო ეს შენობა, უფასო სასადილო, სადაც ყოველდღიურად 650 ადამიანი იკვებება, ჩასვეს გასაყიდ ობიექტების ნუსხაში, ისე რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ერთი თეთრი არ არის ალტერნატიული შენობის ასაშენებლად. საუბრობენ, ზოგადად, რომ სადღაც ალტერნატიულ ფართს გამონახავენ, მაგრამ კარგად იცის ქუთაისის მერმა, რომ ქალაქში რესტორანი არ არსებობს, სადაც 650 ადამიანი ერთად ეტეოდეს, არათუ სხვა შენობა. ამიტომ, მოვუწოდებ მას, უარი თქვას ამ მორიგ უაზრო ახირებაზე და დაანებოს ამ ადამიანებს თავი. იმიტომ რომ აქ, გარდა ამ უფასო სასადილოს ბენეფიციარებისა, განთავსებულია დღის ცენტრები, სადაც ბავშვები არიან და მათ სპეციფიკური პირობები სჭირდებათ. ეს არ არის რამე გარევაჭრობის ობიექტი, არც რაიმე სასურსათო მაღაზია, რომ ალტერნატიული ფართი იოლად მონახონ. ამიტომ, არ გამოიტანონ აუქციონზე მანამ, სანამ არ აშენდება ახალი ფართი”, – აცხადებს გიგა შუშანია.

“მადლიერების სახლში” აცხადებენ, რომ აღნიშნულზე  ინფორმაცია არ აქვთ.

კომენტარები