მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ჯერ გაუხსნელი აუზის დირექტორს ეძებენ

ქუთაისში ჯერ გაუხსნელი აუზის დირექტორს ეძებენ

ქუთაისის მერია აუზის დირექტორს ეძებს. ვაკანსია ადგილობრივმა ხელისუფლებამ დასაქმების საიტზე განათავსა.

განცხადებაში წერია, რომ დირექტორობის მსურველი ინგლისურ ენას  უნდა ფლობდეს, ასევე ჰქონდეს ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევები.

სავალდებულო მოთხოვნებში  ცურვის ცოდნა მითითებული არ არის.

კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი  ადგილობრივი ხელისუფლება შერჩეულ კანდიდატს 2 000-ლარიან ანაზღაურებას ჰპირდება.

ქუთაისში, საცურაო აუზი ჯერ არ გახსნილა.

საცურაო აუზი  ა (ა)იპ “სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების” დაქვემდებარებაში იქნება.

კომენტარები