მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში 3 თვეში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 525 ფაქტი გამოვლინდა

ქუთაისში 3 თვეში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 525 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისში 3 თვეში გამონაბოლქვის შეუსაბამო ნორმებისთვის სამართალდარღვევის 525 ფაქტი გამოვლინდა.

კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის სამართალდამრღვევები დაჯარიმდნენ.

ცნობისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია.

ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

კომენტარები