ქუთაისში, 33-ე სკოლასთან დაზიანებული შუქნიშანი ჩამოხსნეს და გაკეთებული აღარ დაკიდეს.
ადგილობრივების თქმით, სკოლის წინ, სადაც უსაფრთხოების ნორმები კიდევ უფრო დაცული უნდა იყოს, რკინის სადგამიდან შუქნიშანი გააქრეს.
“ქუთაისში, საღორიაზე, 33-ე სკოლასთან, ერთი კვირაზე მეტია, ასეა. დაზიანდა შუქნიშანი, მოხსნეს, წაიღეს, არ მოუტანიათ. კი მართალია სკოლები ისვენებს, მაგრამ ცეკვაში უამრავი ხალხი დადის. ზოგი ბავშვი მარტო დადის, რომ უყურებ ყოველდღე გიჟებივით დარბიან მანქანები. არც წითელს ერიდებიან. სანამ არ მოხდება საზარელი შემთხვევა უფალმა დაგვიფაროს, მანამდე ყურს არავინ იბერტყავს.
რა გახდა ასეთი რომ ერთ კვირაზე მეტი მოუნდნენ გარემონტებას.
ვერ ვნიშნავ ვერც მერიას და ვერც საკრებულოს სამწუხაროდ.
ცოტა გონს მოდით და დროულად აღადგინეთ შუქნიშანი. მერიის ტერიტორიული ორგანო 100 მეტრშია. არ ვიცი ეხებათ არ ეხებათ ეს საქმე”, – წერენ ჯგუფში “ქუთაისში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები”.
კომენტარები