ქუთაისში კვირაზე მეტია, 47 წლის გიორგი ( გიგა) ძაგანიას ეძებენ.
მამაკაცი სახლიდან 17 აგვისტოს, 06:30 საათზე გავიდა, ბოლო კვალი კი ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის და მე-14 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდება.
ძებნაში ჩართულია პოლიცია, მიმდინარეობს კამერების ჩანაწერების ამოღება.
ოჯახი თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, თუ ვინმემ სადმე შენიშნა გიორგი ძაგანია, ან ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას, დარეკონ ნომერზე – 577125176 ძმა (დიტო ძაგანია) ან აცნობონ პოლიციას.
კომენტარები