ქუთაისში 83 წლის თალიკო თავაძე გარდაცვლილად გამოაცხადეს.
თალიკო თავაძე რამდენიმე თვის წინ საავადმყოფოში მოხვდა, გამოწერის შემდეგ კი პენსია შეუჩერდა.
მოგვიანებით ოჯახმა გაარკვია, რომ ხელისუფლებამ ის გარდაცვლილთა სიაში ჩაწერა და პენსია ავტომატურად შეუწყვიტა.
“იუსტიციის სახლში გამოიკვლიეს ყველაფერი და თქვენი გარდაცვალების ცნობაა მოსულიო. რა გითხრა ბებო, გარდაცვლილთა სიაში ხარო. ხო გაიგეს, რომ ცოცხალი ვარ, პენსია არ მოდის მაინც”, – ამბობს 83 წლის თალიკო თავაძე.
ოჯახი აცხადებს, რომ თალიკო თავაძე საარჩევნო სიებშიც აღარ არის და გადასატან ყუთზეც უარი უთხრეს
კომენტარები