საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა ზინობ ჟვანიამ ფეისბუკსტატუსის გამო შენდობა ითხოვა.
საუბარია დეკანოზის 2023 წლის 25 სექტემბრის ფეისბუკსტატუსზე, სადაც ის სენაკის მუნიციპალიტეტში შუშანიების სავანეზე საუბრობს.
“მიმდინარე წლის 17 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა.
კომისიის წევრებმა სხვა საკითხებთან ერთად, ასევე იმსჯელეს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ზინობ ჟვანიას ქმედებაზე. კერძოდ, საუბარი შეეხო 2023 წლის 25 სექტემბრით დათარიღებულ დეკანოზ ზინობ ჟვანიას ფეისბუკსტატუსს, სადაც ის საუბრობს სენაკის მუნიციპალიტეტში შუშანიების სავანეზე. კომისიის წევრებმა დეკანოზ ზინობს განუმარტეს, რომ უმართებულოდ ხდება ადგილობრივი მღვდელმთავრის და, ზოგადად, საქართველოს ეკლესიის დადანაშაულება, თითქოსდა ვიღაცის კერძო საკუთრების მითვისებაში.
აღნიშნული ქმედებისთვის, დეკანოზმა ზინობ ჟვანიამ კომისიის წევრების წინაშე შენდობა ითხოვა, რაც წერილობითაც დაადასტურა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომენტარები