კურორტ წყალტუბოს უმეთვალყურეოდ დარჩენილი პირუტყვი შეესია.
ფოტოებზე, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, რომ მსვილფეხა პირუტყვი ქალაქის ქუჩებში გადაადგილდება და საავტომობილო გზების გამყოფ ზოლზე ბალახობს.
წყალტუბოელების თქმით, მუნიციპალიტეტი, რომელიც ევროპულ ქალაქად და გამორჩეულ საკურორტო ზონად უნდა გადაქცეულიყო, დღეს პროვინციულ დასახლებად არის გადაქცეული.
“პირველი სკოლის წინ, ამ წუთებში პირუტყვი გადაადგილდება. ღარიბაშვილი ასრულებს დანაპირებს. წყალტუბო ტურისტებს ვერ აუდის. ალბათ, აგრო ტურიზმს გულისხმობდა”, – წერს სოციალურ ქსელში მამუკა საღარეიშვილი.
კომენტარები