საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე ახალი IT ჰაბი შეიქმნება.
მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთ ებრაულ კომპანიასთან თანამშრომლობენ.
“მოგეხსენებათ, ქუთაისის პარლამენტის შენობა არის პრაქტიკულად უფუქნციოდ დარჩენილი. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იქ IT-ის მიმართულების განვითარებას. ვმუშაობთ ერთ-ერთ ებრაულ კომპანიასთან, რომელიც გამოთქვამს სურვილს, პარლამენტის შენობის ბაზაზე შეიქმნას ახალი IT ჰაბი, არა მხოლოდ ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც მოიზიდავს, დაასაქმებს IT-ის სფეროში მომუშავე ახალგაზრდებს, ქართველ სტუდენტებს, ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს განვითარებაში. აქაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. რა თქმა უნდა, ქუთაისის უნივერსიტეტი შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ პროექტში “, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომენტარები