ქუთაისის ოპერის თეატრი კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს „დიდი სიყვარულითა და პატივისცემით“ დაბადების დღეს ულოცავს.
“დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს ქალბატონ თეა წულუკიანს – ღირსეულ მამულიშვილს, გამორჩეულ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს, შესანიშნავ პიროვნებას, წარმატებულ მინისტრს.
ვუსურვებთ დღეგრძელობას, ბედნიერებას, ჩანაფიქრების ასრულებას.
იხარეთ მრავალჟამიერ ქალბატონო თეა“,- აღნიშნულია ოპერის თეატრის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ მილოცვაში.
თეა წულუკიანს დაბადების დღე გუშინ ჰქონდა. სამსახურებიდან გათავისუფლებულმა კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა მას დაბადების დღე სამინისტროსთან აქციით და პლაკატებით – “სიკვდილი ხალხის მტრებს, სამშობლოს გამყიდველებს”, “დიდება პარტიას”, “ბოლშევიკური ენერგიით ბოლო მოვუღოთ მავნებლობის შედეგებს”, “მიულოცეს”.
კომენტარები