ქუთაისში, რუსთაველის #4-ში მდებარე ბარ-რესტორანი “ეპოქა” მომხმარებელს საინტერესო წინადადებით მიმართავს.
მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, წინასადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით ბარ-რესტორანი მომხმარებლებს, რომლებიც კაფეში “დაჩექინდებიან”, უფასო ყავით გაუმასპინძლდება.
როგორც ბარ-რესტორანში აცხადებენ, ამ ჟესტით მათ სურთ, ქუთაისელებს დამდეგი 2022 წელი მიულოცონ.
“მომხმარებელი, რომელიც ჩვენთან შემოვა და მისთვის სასურველ დესერტს ან რაიმე კერძს შეუკვეთავს და “ეპოქაში” “დაჩექინდება”, ჩვენგან უფასოდ ყავას მიიღებს. ამ ტიპის აქცია ბარ-რესტორანში რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება”, – აცხადებენ “ეპოქაში”.
აქცია ყოველდღე, დილიდან 18:00 საათამდე მოქმედებს.
ბარ-რესტორანი “ეპოქა” ქუთაისში ცოტა ხნის წინ გაიხსნა.
როგორც ცნობილია, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბარ-რესტორანი შემოსული თანხის ნაწილით ქუთაისში მცხოვრებ გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარება.
კომენტარები