ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისიდან საჰაერო რეისის განხორიელებას მგზავრები უკვე 3 საათია, ელოდებიან.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქალაქ ატირაუდან რეისი უნდა შესრულებულიყო, თუმცა თვითმფრინავი ყაზახეთიდან ამ დრომდე არ გამოფრენილა, შესაბამისად, ვერ სრულდება ფრენა ვერც ქუთაისი-ატირაუს მიმართულებით.
ქუთაისის აეროპორტში მომლოდინე მგზავრები რეისის ზუსტი დროის დადგენას აეროპორტის ადმინისტრაციასთან ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. აეროპორტის ადმინისტრაციის განმარტებით, ფრენებთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, რადგან ფრენები ყაზახური მხარის მოთხოვნით არის შეფერხებული.
ყაზახეთში საწვავზე ფასების მატების გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობა გადადგა, თუმცა შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.
კომენტარები