მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ყველაზე დაუფასებელი სფერო რატომ გახადეთ დასუფთავება?!”,- ქუთაისელი მეეზოვის მიმართვა მერიას

“ყველაზე დაუფასებელი სფერო რატომ გახადეთ დასუფთავება?!”,- ქუთაისელი მეეზოვის მიმართვა მერიას

მეეზოვეები ცალკე დაჯგუფებაა თუ მანდილოსნებად არ აღგვიქვამთ? რა ვერ მოგრჩათ მცირედით რომ გაგეხარებიათ მათი დატვირთული სამუშაო დღე? – ასე მიმართავს ქუთაისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ქალაქის მერიას.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ქალაქის მერიამ მათ არც 3 და არც 8 მარტი არანაირი ფინანსური წახალისებით არ მიულოცა.

“საქართველოს ყველა ორგანოსა თუ დაწესებულებაში აღინიშნა 3-8 მარტი, მცირედით დასაჩუქრდა მანდილოსნები. კითხვა მაქვს მერიის თანამშრომლებთან – მეეზოვეები ცალკე დაჯგუფებაა თუ მანდილოსნებად არ აღგვიქვამთ? რა ვერ მოგრჩათ მცირედით რომ გაგეხარებიათ მათი დატვირთული სამუშაო დღე? ყველაზე დაუფასებელი სფერო რატომ გახადეთ დასუფთავება?

სირცხვილია, უბრალოდ სირცხვილი! ერთი დღეც რომ არ გამოვიდეთ, ჩათვალეთ ნაგვით აივსება ქუჩები, დაინახეთ და დააფასეთ!!!! ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ…”, – წერს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი სოციალურ ქსელში.

კომენტარები