იმერეთის საინფორმაციო სააგენტო infoimereti.ge გთავაზობთ რუბრიკას “ჟურნალისტი სხვა რაკურსით”, რომლის მორიგი სტუმარიც ტელეკომპანია “იმედის” იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს ჟურნალისტი, ხათუნა მაისურაძეა.
სახელი: ხათუნა
გვარი: მაისურაძე
სამუშაო ადგილი: ტელეკომპანია “იმედი.”
რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი… პიანისტი.
ყველზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს… ადრენალინი და ადამიანების დახმარების შესაძლებლობა.
როცა ამ პროფესიას ვირჩევდი მეგონა, რომ… რაც მეგონა, ჯერჯერობით უმეტსად ყველაფერი შევძელი.
ყველაზე დასამახსოვრებელი რეპორტაჟი… სვანეთის სტიქია, როცა ჩემი სიუჟეტი კვირის საუკეთესო რეპორტაჟებს შორის დაასახელეს ტელევიზიაში.
ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ… გულწრფელობას.
მჯერა, რომ... რასაც დაიჯერებ, ასრულდება.
ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში… სიკეთის კეთება ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში… ძალიან ფიცხი ხასიათი მაქვს და უსაზღვროდ ჯიუტი ვარ.
ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არის… ჩემი ოჯახი და ძაღლი.
ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ… ჯადოსნური ჯოხი მქონოდა და ყველას ნატვრა ამეხდინა.
ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო… დედა.
ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდე… ვუკრავდე გიტარაზე.
ამოჩემებული სამოსი… შარვალი და ჰუდი.
ყველაზე ხშირად მავიწყდება… არაფერი მავიწყდება, ვცდილობ დავივიწყო ხოლმე ცუდი დღეები.
ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ საუბარში, არის ... ვერ ვიხსენებ.
ადრე ვფიქრობდი, რომ… ისე ვცხოვრობ , რომ ალბათ ყველას ვუყვარვარ, ვინც მიცნობს.
ახლა ვფიქრობ, რომ… ეს სისულელე და ბლეფია.
თავისუფალ დროს… ჩემს რესტორანზე ვზრუნავ ჩემს მეუღლესთან ერთად.
მეშინია… ახლობელი ადამიანების დაკარგვის.
ვტირი მაშინ, როდესაც… მიზეზთა გამო სათქმელს ბოლომდე ვერ ვამბობ და როცა ვინმე კვდება.
მრცხვენია მაშინ, როდესაც… ყველა გაჭირვებული ადამიანის დახმარება არ შემიძლია.
ყველაზე მეტად მიყვარს… სიყვარული.
არასოდეს გავაკეთებ… ბოროტებას ვერ ჩავიდენ.
რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ… არც ახლა მინდა ვთქვა.
სიყვარული არის… თავისუფლება.
ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ… როცა ცხოვრების აზრზე არ ვიყავი.
როდესაც ცუდად ვარ… არ ვიმჩნევ.
დღეს დილით პირველი, რაც გავიფიქრე იყო… რა კარგია, რომ ჩემი და გიზოს ცხოვრებაში პრეტა (ძაღლი ) არსებობს.
ყველაზე დიდი სისულელე, რაც გამიკეთებია, არის… რომელი ერთი ჩამოვთვალო.
პირად ურთიერთობებში ვარ… ერთდროულად მკაცრი და საყვარელი.
მინდა დამიმახსოვრონ, როგორც… უბრალოდ კეთილსინდისიერი ადამიანი.
კომენტარები