“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებმა 2021 წელს 5,5 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.
გასულ წელს იმერეთის სახელმწიფო ადმინისტრაციამ 21, 478 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებაც 65, 508 ლარია.
ამასთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2021 წელს წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, მათ შორის რესტორნის მომსახურებაზე, ასევე საოფისედ სასმელი პროდუქტების (წყალი, ჩაი, ყავა) შესაძენად 29,948 ლარი გაიღეს;
ყველაზე მეტი – 18,889 ლარის ხარჯი იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაზე მოდის.
კომენტარები