მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ყველანი მზად ვართ, ვეცდებით, რომ ჯგუფში სიტუაცია გამოვასწოროთ”

“ყველანი მზად ვართ,  ვეცდებით, რომ ჯგუფში სიტუაცია გამოვასწოროთ”

ყველანი მზად ვართ, რაც მთავარია, ყველა ჯანმრთელად არის და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნაკრები ეცდება, დაბრუნდეს იქ, სადაც სექტემბრის შეკრების შემდეგ იყო.

“წლის ბოლო შეკრებაა, ორი შეხვედრა გვაქვს და ყველას გვსურს, რომ პოზიტიურად დავასრულოთ სანაკრებო წელი. წინა შეკრება არ გამოვიდა ისეთი როგორიც გვსურდა, თუმცა გავაანალიზეთ ჩვენი შეცდომები და ამ შეკრებაზე ვეცდებით, რომ ჯგუფში სიტუაცია გამოვასწოროთ და დავბრუნდეთ იქ, სადაც თუნდაც სექტემბრის შეკრების შემდეგ ვიყავით. ყველანი მზად ვართ. რაც მთავარია, ყველა ჯანმრთელად არის და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ”, – განაცხადა ზივზივაძემ.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მიმდინარე სეზონში “კარლსრუეს“ ფორმით შესანიშნავად თამაშობს და 12 მატჩში გატანილი 8 გოლით (პლუს ორი საგოლე გადაცემა) გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.

წლის დასკვნით საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს ბათუმში უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს კი გუნდი ჩეხეთს ქალაქ ოლომოუცში დაუპირისპირდება.

კომენტარები