მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ყველას ნისიად უნდა – ალბათ, დავიხურებით”

“ყველას ნისიად უნდა – ალბათ, დავიხურებით”

იმერეთში არსებული მცირე მაღაზიები დახურვის ზღვარზეა.

მაღაზიის მეპატრონეები აცხადებენ, მაღაზიებში კლიენტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, ისინი კი, ვინც მაღაზიაში პირველი მოხმარების პროდუქტებსა და თამბაქოს ყიდულობენ, მეპატრონეების თქმით, ნისიის სერვისით სარგებლობენ.

“არ აქვს ხალხს პურის ფული. გადასახადები და ყველაფერი იმატებს. პენსიიდან პენსიამდე გვეხვეწებიან მოგვეციო და ვაძლევთ, მაგრამ ასე დიდხან ვერ გავძლებთ. ვფიქრობ, რომ მოგვიწევს დავხუროთ მაღაზია. ახალგაზრდა ბიჭებს კიდევ სიგარეტი სულ ნისიად უნდათ, დახურვის ზღვარზე ვართ”, – აცხადებს უბნის მაღაზიის მეპატრონე ნელი ინანეიშვილი.

ზესტაფონში, ნისიის სერვისით მობეზრებულმა ობიექტის მეპატრონემ კი მაღაზიაში წარწერა გააკეთა.

კომენტარები