“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები წყალტუბოს ბაზარში მოსახლეობას შეხვდნენ.
ოპოზიციის ლიდერები, ადგილზე გაეცნენ მოსახლეობის პრობლემებს.
ადგილობრივები გაუარესებული ეკონომიკურ მდგომარეობასა და პროდუქტებზე გაზრდილ ფასებზე საუბრობენ.
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მოქალაქეებს მათი საარჩევნო გეგმები და ეკონომიკური ხედვა გააცნეს.
“დღეს, ვიმყოფებით წყალტუბოში, გვაქვს რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის შემოვედით ბაზარში, სადაც არის ძალიან ბევრი ხალხი და ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ ბევრ ადამიანს ვესაუბროთ. სამწუხაროდ, ყველა საუბრობს უმძიმეს პრობლემებზე, რომ ახალგაზრდები მიდიან წყალტუბოდან, მიდიან სოფლებიდან, მოხუცები, რომლებსაც არ ჰყოფნით პენსია, არის ძალიან დაბალი ხელფასები და ზოგადად გაჭირვება 12-წლიანი მმართველობის შედეგად. ამიტომ 26 ოქტომბერს ყველა უყურებს ძალიან დიდი იმედით, როდესაც ერთიანობით ჩვენ შევძლებთ, რომ დავამარცხოთ ეს გაჭირვება და უპერსპექტივობა, რაც ივანიშვილის პარტიამ მოიტანა და ჩვენი ერთიანობით მოვიტანოთ დიდი გამარჯვება. საქართველოს მოქალაქეებს მოვუტანოთ კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყანა შევიყვანოთ ევროკავშირში”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
კომენტარები