მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ყოფილი სანატორიუმი “წყალტუბო” 2.6 მლნ ლარად გაიყიდა

ყოფილი სანატორიუმი “წყალტუბო” 2.6 მლნ ლარად გაიყიდა

ყოფილი სანატორიუმი “წყალტუბო” 2.6 მლნ ლარად გასხვისდა, – ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური საინვესტიციო პროექტის “წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, კურორტ წყალტუბოში, შოთა რუსთაველის ქუჩა N48-ში  მდებარე ყოფილი სანატორიუმი “წყალტუბო“, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2 600 000 ლარად გაყიდა.

საპრივატიზებო პირობების მიხედვით, სანატორიუმის ახალმა მფლობელმა შპს“გოლდენ თაუერსმა“, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში ტერიტორიაზე  მინიმუმ 100 ნომრიანი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა და კვების ობიექტები უნდა განათავსოს, რისთვისაც 7 800 000 ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები