“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, პარტიის ზესტაფონის ორგანიზაციის წევრს მანქანა დაუზიანეს.
ამის შესახებ დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ჩვენი ზესტაფონის ორგანიზაციის წევრს, ჩვენს მეგობარს და ყოფილ პოლიციელს მამუკა დათიაშვილს მანქანა დაულეწეს.
ასე დახვდა დილას..”,- წერს დეკანოიძე.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ავტომანქანა ანალოგიურად ქუთაისში პარტია “საქართველოსთვის” წევრსაც დაუზიანეს.
კომენტარები