მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ყოჩაღ, თქვენ ქალი სიკვდილს გადაარჩინეთ”, – რა მოხდა ქუთაისში

“ყოჩაღ, თქვენ ქალი სიკვდილს გადაარჩინეთ”, – რა მოხდა ქუთაისში

“ყოჩაღ, მაგრები ხართ, თქვენ ადამიანი სიკვდილს გადაარჩინეთ”, – სოციალურ ქსელში ქუთაისში მცხოვრები ეკა მაისურაძე ფალიაშვილის ქუჩაზე  მომხდარ  შემთხვევას იხსენებს.

სოციალური ქსელის მომხმარებლის  თქმით, ძლიერი სიცხის გამო მოხუცი ცუდად გახდა, რომელსაც ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის  ფარმაცევტებმა პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

“ეს ამბავი რამდენიმე დღის წინ მოხდა, სულ ამაზე მეფიქრებოდა და მომინდა თქვენთვისაც მომეყოლა. ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მივდიოდი ჩემს საქმეზე. სიცხე იყო მგონი 40 გრადუსზე მეტი, ჩემს წინ მოხუცი ქალი და ბავშვი მიდიოდნენ. უცებ ხანდაზმული ქალი ცუდად გახდა, მცირეწლოვანი ბავშვი, რა დღეში ჩავარდა ბებია, რომ ცუდად იყო, ის სახე ახლაც არ ამომდის თვალებიდან.

იქვე აფთიაქი დავინახე, არც ვიცოდი, რომელი იყო. შევვარდი და მოხუცია ცუდად მეთქი. უცებ გამოვარდა მენეჯერი, ეს პენსიონერი ქალი აფთიაქში სიგრილეში შეიყვანეს, წნევა გაუზომეს, წყალი დაალევინეს, წამალიც მიაწოდეს და სასწრაფოც გამოიძახეს. მაგრამ ძლიერი სიცხისგან გახდა თურმე შეუძლოდ, წამებში მოასულიერეს ადამიანი. ისე მესიამოვნა, ისე გამიხარდა, არ ვიცოდი დღემდე თუ იყვნენ კიდევ ასეთი გულისხმიერი ადამიანები. ეს დღეები სულ ვფიქრობდი ნეტა, რომელი აფთიაქი იყოთქო, ისეთი დაბნეული ვიყავი არც შემიხედავს ლოგოზე, დღეს

ჩავიარე შეგნებულად და psp ყოფილა, ყოჩაღ, მაგრები ხართ, “თქვენ ადამიანი სიკვდილს გადაარჩინეთ”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ეკა მაისურაძე.

კომენტარები