მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

შავშვებთან მომხდარ ავარიას ზესტაფონში მცხოვრები ერთი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

შავშვებთან მომხდარ ავარიას ზესტაფონში მცხოვრები ერთი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

იგოეთი-გორის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ზესტაფონში მცხოვრები ერთი ოჯახის 4 წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.

გარდაცვლილია ზესტაფონის კლინიკა „იმერმედის“ ექიმი ვალერი ნინიკაშვილი და მისი მეუღლე თეა კაპანაძე, მათ შვილი ნიკოლოზი და დედა.

შემთხვევას გადაურჩა ექიმის მეორე შვილი, რომელიც მძიმე დაზიანებებით თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანა ავტობანზე მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა რა დროსაც გზიდან გადავარდა და ამობრუნდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

კომენტარები