ხონში ევროინტეგრაციის მომხრეებს ხელისუფლებამ ორგანიზებულად შეკრებილი ადამიანები დაახვედრა, რომლებიც მათ მოქალაქეებთან შეხვედრის და საუბრის საშუალებას არ აძლევენ.
სამოქალაქო აქტივისტები “წინ ევროპისკენ“ კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდნენ და მოქალაქეებთან გასაუბრებას აპირებდნენ, როდესაც მათთან ხონის მერიის თანამშრომლები მივიდნენ და ხელის შეშლა სცადეს.
“არანაირი მერიიდან, შემთხვევით მოვედი, მე მერიაში არ ვმუშაობ, თქვენ შეკვეთილ დაკვეთებს აკეთებთ, ვიღაცის ინტერესებს ემსახურებით. ჩვენი გზა არის აბსოლუტურად ევროპული, ჯერ სკვერს შეხედეთ, ევროპული გარემოა, რადიკალური ჟურნალისტები ხართ თქვენ, განსხვავებულ აზრები გაქვთ. ევროპული გზა ჩვენი გზა არის. მე ვიყავი საქმეზე მერიაში, დღეს გათავისუფლებული ვარ, ვმუშაობ იქინე კი ბატონო, სპეციალისტი ვარ, მაგრამ ახლა შემთხვევით შემხვდა ახლა ეს ქალბატონები“, – განაცხადა ხონის მერიის თანამშრომელმა.
“შინ ევროპისკენ“ კაპმანიის მონაწილეებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ანალოგიური დახვედრა ორი დღის წინ ქუთაისშიც მოუწყვეს.
კომენტარები