მთავარიახალი ამბებისლაიდი

“შენობით ნუ მესაუბრები შე უზრდელო” – იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე სამოქალაქო აქტივისტს (Video)

“შენობით ნუ მესაუბრები შე უზრდელო” – იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე სამოქალაქო აქტივისტს (Video)

“შენობით ნუ მესაუბრები შე უზრდელო” – ასე მიმართა იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ თეიმურაზ კალანდაძემ სამოქალაქო აქტივისტს.

ახალგაზრდები დღის მანძილზე ქალაქის სხვადასხვა ნაწილში აქცია-პერფორმანსებს მართავენ, რის უფლებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ.

თეიმურაზ კალანდაძე იმერეთის სამხარეო პოლიციაში ცოტა ხნის წინ დაინიშნა, ის საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ აქციაზე გაიცნო, როდესაც მან ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ მას ბატონო პოლიციელო, ან ბატონო პოლკოვნიკო დაუძახონ.

კალანდაძე 2018 წელს სამინისტროდან მაშინდელმა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაათავისუფლა.

მისი გათავისუფლება თბილისში, საკუთარ სახლში კრიმინალური ავტორიტეტის ალექსანდრე კობალაძის ვაჟის კობა კობალაძის ცემის საქმეს უკავშირდება. კობალაძე ამბობდა, რომ მას მამის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით დაესხნენ თავს.

მაშინ მომხდარის გამო თანამდებობიდან პოლიციის რამდენიმე მაღალჩინოსანი გაათავისუფლეს, მათ შორის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე.

იხილეთ ვიდეო: https://www.facebook.com/infoimereti.com.ge/videos/807506690017809

კომენტარები