მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“შეუძლებელია, იმაზე საუბარი, რომ ვინმეს მხრიდან მოწამვლა ყოფილიყო, უბრალოდ, გამორიცხული არაფერია”

“შეუძლებელია, იმაზე საუბარი, რომ ვინმეს მხრიდან მოწამვლა ყოფილიყო, უბრალოდ, გამორიცხული არაფერია”

“ახლა უკეთ ვარ, მადლობა ღმერთს”, – ასე პასუხობს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს.

მეუფე შიო  მის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, გადაჭრით ვერაფერს ამბობს. კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა დარიშხანი მის პანაღიას და სავარძელზე, ერთ-ერთ ვერსიად ქარხნულ წესს ასახელებს.

მეუფეს თქმით, მომხდარზე მიმდინარეობს მოკვლევა.

“უკეთ ვარ, მადლობა ღმერთს, შეუძლებელია, იმაზე საუბარი, რომ ვინმეს მხრიდან მოწამვლა ყოფილიყო, უბრალოდ, გამორიცხული არაფერი არ არის. შეიძლება ეს იყო ქარხნული, შეიძლება არა, მიმდინარეობს მოკვლევა”, – განაცხადა მეუფემ.

კომენტარები