მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“შეუძლებელი იქნებოდა ამის მიღწევა ბიძინა ივანიშვილს რომ არ მოეხდინა ისტორიული ცვლილება”

“შეუძლებელი იქნებოდა ამის მიღწევა ბიძინა ივანიშვილს რომ არ მოეხდინა ისტორიული ცვლილება”

უნდა ითქვას, რომ ეს ვერ მოხდებოდა და შეუძლებელი იქნებოდა ამის მიღწევა რომ არ მოეხდინა ის, მე ვიტყოდი, ისტორიული ცვლილება, გარდამტეხი ცვლილება ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად მის გუნდს, “ქართულ ოცნებას”, რომელიც ვაგრძელებთ ამ დიდ საქმეს, დიდ ეროვნულ საქმეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” 24 საათი მუშაობდა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.

“ეს ნამდვილად ისტორიული დღე, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის, მე მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი. რა თქმა უნდა, ეს პერიოდი იყო ძალიან დატვირთული, საკმაოდ დატვირთული ემოციური თვალსაზრისითაც, ვინაიდან ჩვენ მოგახსენებთ, რომ ძალიან ბევრი, უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ, მე მინდა ჩვენ ერთიან, ძლიერ გუნდს გადავუხადო მადლობა, საქართველოს პარლამენტს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარეს, ეს იყო ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი. ჩვენ მოგეხსენებათ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომ იტყვიან 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები