მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“შვილიშვილებს მოვუყვები, 2021-ის არჩევნებზე პირველ ტურში “ციცქას” ვებრძოდით და მეორე ტურში “ბოცასთქო”

“შვილიშვილებს მოვუყვები, 2021-ის არჩევნებზე პირველ ტურში “ციცქას” ვებრძოდით და მეორე ტურში “ბოცასთქო”

ჭიათურის მერობის ყოფილი დამოუკიდებელი კანდიდატი ნოდარ ჩაჩანიძე არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას ქუთაისის ოპოზიციის მერობის კანდიდატს ხატია დეკანოიძეს უცხადებს.

ამის შესახებ ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში წერს.

“შვილიშვილებს რომ მოვუყვები, 2021-ის არჩევნებზე პირველ ტურში “ციცქას” ვებრძოდით და მეორე ტურში “ბოცასთქო”, იმედი მაქვს, რომ საერთოდ არ დააინტერესებთ ეს ისტორია..

უკეთეს ხვალინდელ დღეს გისურვებთ!”, – წერს ჩაჩანიძე.

ჭიათურის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ნოდარ ჩაჩანიძეს 2 ოქტომბერს ამომრჩეველთა 35,73%-მა დაუჭირა მხარი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები სუს-ის აგენტები არიან. ჭიათურის მერის აგენტურული სახელია – “ციცქა”, ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის – “ბოცა”

კომენტარები