მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

შიმშილობის 35-ე დღე – პარლამენტთან შუქრუთელების პროტესტი გრძელდება

შიმშილობის 35-ე დღე – პარლამენტთან შუქრუთელების პროტესტი გრძელდება

თბილისში, პარლამენტთან შუქრუთელების პროტესტი გრძელდება.

დღეს უწყვეტი აქციის 206-ე და შიმშილობის 35-ე დღეა. შიმშილობს აქციის 16 მონაწილე, მათ შორის 8 ქალი.

შუქრუთელების თქმით, მოშიმშილეების მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი პრობლემით ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.

შუქრუთელები ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია “ჯორჯიან მანგანეზმა” მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

მათი მოთხოვნაა, მიიღონ ანაზღაურება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად. ეს ვალდებულება კომპანიამ მათთან 2021 წელს აიღო და გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულებაც.

შუქრუთელებმა თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს გადაინაცვლეს. პოლიციამ პროტესტის მონაწილეებს კარვის გაშლის უფლება არ მისცა, რის გამოც მათ ღია ცის ქვეშ ყოფნა უწევთ.

კომენტარები