მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

შუქრუთელების უწყვეტი პროტესტი თბილისში, პარლამენტთან გადაინაცვლებს

შუქრუთელების უწყვეტი პროტესტი თბილისში, პარლამენტთან გადაინაცვლებს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის უწყვეტი პროტესტი 11 სექტემბრიდან თბილისში, პარლამენტის წინ გადაინაცვლებს.

აქციის მონაწილეების თქმით, ოთხშაბათს 19:00 საათზე შუქრუთელები კომპანია “ჯორჯია მანგანეზის“ სამუშაოებს გამო დანგრეული სახლებისთვის კომპენსაციას უკვე საკანონმდებლო ორგანოსთან მოითხოვენ.

აქციის 5-მა მონაწილემ პირი ამოიკერა, 6 შიმშილობს. მოშიმშილეებისთვის დღეს სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.

შუქრუთის მოსახლეობა კომპანია GM-ისგან დანგრეული სახლებისა და განადგურებული გარემოსთვის სამართლიან კომპენსაციის მოთხოვნით 179 დღეა, უწყვეტ პროტესტს მართავს. პროტესტში ჩართვის გამო შპს “მაღაროელმა” 3 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

კომენტარები