მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

შუქრუთის მოსახლეობა ხვალ ჭორვილაში, ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციას გამართავს

შუქრუთის მოსახლეობა ხვალ ჭორვილაში, ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციას გამართავს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა 24 აგვისტოს, სოფელ ჭორვილაში “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

ადგილობრივები 24 აგვისტოს, 15:00 საათზე კოროხნალის მაღაროსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით  ჭორვილისკენ გაემართებიან.

ადგილობრივების თქმით, ისინი აპირებენ, ივანიშვილს სთხოვონ, პროცესებში ცენტრალური მთავრობა ჩაერთოს.

საჩხერის რაიონულმა სასამართლომ  სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს, რომლებიც კომპანია GM-სგან დანგრეული სახლებისა და საცხოვრებელი გარემოს ნაცვლად ღირსეულ და სამართლიან ანაზღაურებას მოითხოვენ, მაღაროსთან პროტესტი აუკრძალა.

ამავდროულად, კომპანიაში აცხადებენ, რომ პროტესტის გამო დიდი ხანი მუშაობის შეწყვეტა მოუხდათ და მოსახლეობისგან 6 მილიონ ლარამდე თანხას ითხოვს.

შუქრუთში მოსახლეობის პროტესტი 160 დღეზე მეტია, გრძელდება და მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ადგილობრივები კომპანია GM-სგან დანგრეული სახლებისა და საცხოვრებელი გარემოს ნაცვლად ღირსეულ და სამართლიან ანაზღაურებას მოითხოვენ.

კომენტარები