ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის სამმა მცხოვრებმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. აქციის მონაწილეები “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას აპროტესტებენ.
სოფლის მცხოვრებლების თქმით, უკვე წლებია, რაც კომპანია მათ საცხოვრებელ სახლებთან მანგანუმს მოიპოვებს, რის გამოც მათი შენობები დაზიანდა და საცხოვრებლად უვარგისი გახდა. მათივე განცხადებით, ხელისუფლებას დახმარება არაერთხელ სთხოვეს, თუმცა უშედეგოდ.
სოფელ შუქრუთში “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის წინააღმდეგ აქცია 173-ე დღეა, უწყვეტად მიმდინარეობს.
კომენტარები