ჭიათურაში, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზიდან” რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს.
გათავისუფლებულების თქმით, ისინი სოფელ შუქრუთში უწყვეტ პროტესტში მონაწილეობდნენ და კომპანიის ადმინისტრაციამ მოთხოვათ, რომ აქციებში მონაწილეობა აღარ მიეღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურს დაკარგავდნენ.
ისინი კომპანიის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და “ჯორჯიან მანგანეზისგან” სამსახურებიდან გათავისუფლების ბრძანებები მიიღეს.
მოსახლეობა კომპანია GM-ისგან დანგრეული სახლებისა და განადგურებული გარემოსთვის სამართლიან კომპენსაციის მოთხოვნით 178 დღეა, უწყვეტ პროტესტს მართავს. რამდენიმე ადგილობრივმა პირი ამოიკერა, ნაწილი კი შიმშილობს.
კომენტარები