მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჩაგვკეტეს, გადაგვთხარეს და მიგვატოვეს”, – ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ 

“ჩაგვკეტეს, გადაგვთხარეს და მიგვატოვეს”, – ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ 

ქუთაისში, კოსტავას ქუჩა გადათახრილი, სამუშაოები კი მიტოვებულია.

პერიმეტრზე გადაადგილება უჭირთ როგორც ავტომობილით მოსარგებლეებს, ასევე ქვეითებსაც.

აღნიშნულ ქუჩაზე ადგილობრივებს მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროები აქვთ, სადამდეც ვიზიტორები მისვლას ვერ ახერხებენ.

“წელს ფაქტობრივად სეზონი ჩავარდა, სამუშაოები დაიწყეს, გადათხარეს და მიატოვეს. ყოველ წელს ორ კაპიკს ვშოულობდით, რომ მერე მთელი წელი თავი გვერჩინა, აქ ამ მტვერსა და ბდღვერში ტურისტს რომც უნდოდეს მოსვლა, ფიზიკურად ვერ მოვა”,- აცხადებს  მცირე ტიპის სასტუმროს ერთ-ერთი მეპატრონე.

ქუთაისის მერიის მიერ რამდენიმე თვის წინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადგილზე სამუშაოები 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს, თუმცა იმის გამო, რომ სამუშაოების ძირითადი ნაწილი არც დაწყებულა, რთული სავარაუდოა, 2 კვირაში მისი დასრულება მოესწროს.

კომენტარები