მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჩავკიდებთ ხელს, რათა დავანახოთ ყველას, რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა” – ქუთაისში ხვალ ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად შეიკრიბებიან

“ჩავკიდებთ ხელს, რათა დავანახოთ ყველას, რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა” – ქუთაისში ხვალ ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად შეიკრიბებიან

ხვალ ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მშვიდობიანი აქცია გაიმართება.

მოქალაქეები ცენტრალურ მოედანზე 15:00 საათზე შეიკრიბებიან და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქიდან დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ ეტყვიან, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპაა.

“ხვალინდელ დღეს შევიკრიბებით ქუთაისელები და სიმბოლურად ჩავკიდებთ ხელს იმის ნიშნად, რომ ბევრი განსხვავებული აზრის ადამიანი იკრიბება, რათა დავანახოთ ევროპას, რომ საქართველოს სურს ამ კავშირში გაერთიანება.

ეს იქნება სიმბოლური აქტი ერთის მხრივ, როცა გავიხსენებთ 20 ივნისს, როცა ქართველმა ხალხმა პროტესტი გამოხატა რუსი პოლიტიკოსის საქართველოს პარლამენტში ყოფნაზე, და მეორე მხრივ იქნება გზავნილი ევროპისთვის, რომ ჩვენ ვართ ერთიანები და გვაქვს მზაობა იმისთვის, რომ ვიაროთ ევროპული გზით“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ქუთაისელების თქმით, მნიშვნელოვანია, ხვალ ბევრი ადამიანი შეიკრიბოს და კიდევ ერთხელ აჩვენონ ყველას, რომ საქართველომ ევროპა აირჩია.

კომენტარები