მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჩაკეტილი გელათი, მიტოვებული სამუშაოები და უკან გაბრუნებული მომლოცველები – ვითარება სამონასტრო კომპლექსში

ჩაკეტილი გელათი, მიტოვებული სამუშაოები და უკან გაბრუნებული მომლოცველები – ვითარება სამონასტრო კომპლექსში

ჩაკეტილი გელათი, მიტოვებული სამუშაოები და უკან გაბრუნებული მომლოცველები – ასეთია ვითარება გელათის სამონასტრო კომპლექსში.

ის სამუშაოები, რომელიც 15 აგვისტოს უკვე  უნდა დასრულებულიყო, 1 სექტემბერს განახლდება და თვის ბოლომდე გაგრძელდება.

პარალელურად კი ხარაჩოებზე ქსოვილია გადაფარებული, რომელიც გუშინ ქარის დროს ტაძრის სახურავზე ფრიალებდა.

შეგახსენებთ, გელათი უკვე თვეზე მეტია, მომლოცველებისთვის დახურულია. საპატრიარქომ გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების ნორმების დაცვა დაასახელა. ამ პერიოდში ტაძრის დროებითი გადახურვის მასშტაბური სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო და 15 აგვისტოს გახსნილიყო, თუმცა საპატრიარქო კომიტეტმა 16 აგვისტოს მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ძლიერი სიცხის გამო რეაბილიტაციის პროცესი გაჭიანურდა და ტაძარი დათქმულ დროს ვერ გაიხსნებოდა. საპატრიარქოს ამ დრომდე არ დაუსახელებია სამონასტრო კომპლექსის გახსნის თარიღი.

კომენტარები