ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსებში არსებული სადარბაზოები მძიმე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაშია.
ჩამოყრილი ბათქაში, ჩამოსული წყალი, გახლართული კაბელები და ჩაბნელებული სადარბაზოები – ასეთია ვითარება ქუთაისში არსებული მრავალსართულიანი კორპუსების უმრავლესობაში.
ადგილობრივების თქმით, ხელისუფლება მოსახლეობის საჭიროებებს და მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს.
მათივე თქმით, აუცილებელია ეტაპობრივად კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაცია დაიწყოს.
კომენტარები