მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჩაქვში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული 5 წლის ბავშვი ქუთაისიდან იყო

ჩაქვში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული 5 წლის ბავშვი ქუთაისიდან იყო

ბავშვი, რომელიც ჩაქვში, აუზში დაიხრჩო ქუთაისიდან იყო.

თვითმხილეველების თქმით, აუზზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.

სოციალურ ქსელში ადგილზე მყოფი წერს, რომ აუზი, სადაც 5 წლის ბავშვი დაიხრჩო, ერთი წამითაც არ დახურულა.

“დღეს ჩემი ფანჯრების წინ 5 წლის ბიჭი დაიხრჩო აუზში, ჩაქვში – სასტუმრო დრიმლენდ ოაზისში.

– სასტუმროს რომ თითოეულ აუზზე გამოყოფილი მაშველები ჰყოლოდა, რომლებიც გააკონტროლებდნენ აუზის ტერიტორიას

– სასტუმროს რომ კვალიფიციური მედ პუნქტი ჰყოლოდა, რომელსაც ეცოდინებოდა ხელოვნური სუნთქვის სწორად გაკეთება

– სასწრაფო რომ 30 წუთის დაგვიანებით არ მოსულიყო

– სასწრაფოს რომ თან ჰქონოდა ინტუბაციის აპარატი და მხოლოდ ადრენალინი არ გაეკეთებინათ ბავშვისთვის

პატარა ბიჭი დღეს შეიძლება ისევ თავის დედასთან ერთად ყოფილიყო, რომლის განწირული კივილი მთელს ტერიტორიაზე ისმოდა.

ამ ყველაფრის პარალელურად აუზი, სადაც 5 წლის ბავშვი დაიხრჩო ერთი წამითაც არ დახურულა და დამსვენებლები არხეინად განაგრძნობენ ბანაობას.

რა გვჭირს?? ეს ყველაფერიც მთავრობას ხომ არ უნდა დავაბრალოთ?” – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

კომენტარები