საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერმინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად ოფიციალური სადილი წინანდალში, სასტუმრო Tsinandali Radisson Collection-ში გაიმართა.
ოფიციალურ სადილს უნგრეთის დელეგაციის წევრები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“ჩემთვის პრემიერ-მინისტრი ორბანი არის სამაგალითო ლიდერი, მისაბაძი პოლიტიკოსი და მესამე, უაღრესად მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ ორბანის და მისი მთავრობისა ნამდვილი მეგობრობისთვის, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ასევე – მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფებისა, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და მე მაქვს პრივილეგია, ავწიო ეს ჭიქა, როგორც ჩემი ძვირფასი კოლეგის პირველი სადღეგრძელო.
იმიტომ, რომ ეს ვიზიტი, განსაკუთრებით ამ კრიტიკულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის, რათა ყველამ დაინახოს, ვინ არის ნამდვილი მეგობარი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს და ვისაც სურს ნახოს საქართველო ევროპაში და ევროპასთან.
ასე რომ, პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა ვიზიტისთვის. პრემიერ-მინისტრ ორბანს გაუმარჯოს!” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა ორბანმა ღარიბაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე არა მხოლოდ საუბრობენ ოჯახურ ღირებულებებზე, არამედ უჩვენებენ შესანიშნავ მაგალითს თითოეულ ჩვენგანს.
“ყოველთვის კარგია, როდესაც ვხედავ წყვილს პოლიტიკაში, რომლებიც არა მხოლოდ საუბრობენ ოჯახურ ღირებულებებზე, არამედ უჩვენებენ შესანიშნავ მაგალითს თითოეულ ჩვენგანს. საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი კარგი მაგალითების ჩვენებაა უნგრელებისთვის.
ასე რომ, თუ შემიძლია ამგვარად ვთქვა, ირაკლი, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ შორის ხანგრძლივი მეგობრობაა. ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ეს ურთიერთობა ამ ორ ერს შორის”, – განაცხადა ორბანმა.
კომენტარები