მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ჩემი კოლეგების სანქცირების გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელი და აღმაშფოთებელია” – ქუთაისის სასამართლოს მოსამართლე აშშ-ში ვიზიტზე უარს აცხადებს

“ჩემი კოლეგების სანქცირების გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელი და აღმაშფოთებელია” – ქუთაისის სასამართლოს მოსამართლე აშშ-ში ვიზიტზე უარს აცხადებს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა ჯოხაძე, 22-30 აპრილს აშშ-ში დაგეგმილ ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტში წასვლაზე პროტესტის ნიშნას უარს აცხადებს.

ასევე ამერიკაში სასწავლო ვიზიტით წასვლაზე უარს ამბობენ მოსამართლეები – თამარ ბეჟანიშვილი და კონსტანტინე კოპალიანი.

მოსამართლე ნანა ჯოხაძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მისი კოლეგების სანქციერება მისთვის შეურაცხმყოფელი და აღმაშფოთებელია.

“შექმნილი ობიექტური მდგომარეობის გამო, უარს ვაცხადებდი წასვლასთან დაკავშირებით, ასევე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ ჩემი კოლეგების და მით უფრო მათი ოჯახის სანქცირების გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელი და აღმაშფოთებელი იყო პირადად ჩემთვის. მტკიცებულებების, ფაქტების გარეშე კორუფციაზე საუბარი მიუღებელია, უდანაშაულობის პრეზუმფციის ელემენტარული დარღვევაა. ასევე, აქ მთავარი და მნიშვნელოვანია თუ რა გზავნილია თითოეული მოსამართლისთვის. ჩვენ ვიცით, რომ მოსამართლე საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას, კანონს, არავის არ აქვს უფლება მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე ან რაიმე ზეგავლენა მოახდინოს მასზე. ნებისმიერი შეზღუდვის დაწესება, დაუსაბუთებელი ბრალდებებით ჩემს მიერ აღქმულია, რომ ეს არის შეურაცხმყოფელი და აღმაშფოთებელი და აქედან გამომდინარე, უარი განვაცხადე წასვლასთან დაკავშირებით”, – აცხადებს ნანა ჯოხაძე “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა შტატების ტერიტორიაზე შესვლა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს აუკრძალა. ესენი არიან – მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე. პარალელურად თემა ისევ რჩება პოლიტიკური განხილვის საგანი.

კომენტარები