მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჩემი სიკვდილი ხელისუფლების კისერზე იქნება” – დევნილები ქუთაისში, სასტუმრო “თბილისის” ყოფილი შენობის დატოვებას არ აპირებენ

“ჩემი სიკვდილი ხელისუფლების კისერზე იქნება” – დევნილები ქუთაისში, სასტუმრო “თბილისის” ყოფილი შენობის დატოვებას არ აპირებენ

ქუთაისში, სასტუმრო “თბილისის” ყოფილი შენობის დემონტაჟს იწყებენ, ნაგებობის დატოვებას კი შენობაში მცხოვრები დევნილები არ აპირებენ.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სამი ოჯახის თქმით, ხელისუფლებას მათთვის არც მუდმივად სარგებლობაში არსებული ბინა და არც დროებითი ქირა არ შეუთავაზებია, სასტუმროს ყოფილი შენობა კი დევნილებთან ერთად გაყიდა.

“შენობას არ დავტოვებთ, თავს დავიწვავთ, გზას გადავკეტავთ და უსამართლობას მაინც არ დავუშვებთ, რა მნიშვნელობა აქვს ზამთრის სიცივე მომკლავს თუ თავზე რომ ბენზინს გადავისხამ, ჩემი სიკვდილი ხელისუფლების კისერზე იქნება”, – აცხადებს ერთ-ერთი დევნილი.

კომენტარები