ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურში მცხოვრები 85 წლის გულიანა ჯიაძე უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
ქალს, რომელსაც შვილი და მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს, მარტო ცხოვრობს.
პენსიონერი ქალის თქმით, ძირითადი სახლი, რომელიც ეზოში დგას ნახევრად დანგრეულია, დამხმარე ნაგებობაც კი ავარიული და საფრთხის შემცველია.
“ცხოვრება მძიმე პირობებში მიხდება, შვილი და მეუღლე გარდაცვლილი მყავს, მე ფეხზე სიარული ჯოხითაც მიჭირს. მეზობელი რომ არ მყავდეს, ალბათ, მშიერი მოვკვდებოდი. გაზი არ მაქვს, სახლამდე ვერ შემოვიყვანე, დენს ეკონომიურად ვიყენებ. ტელევიზორი და მაცივარიც არ მაქვს, ერთ ნათურას ვრთავ შებინდებისას, მერე კი ვიძინებ. ძალიან მიჭირს, ჩემს ცხოვრებას არსებობა უფრო ჰქვია”, – ამბობს გულიანა ჯიაძე.
85 წლის ქალს ასაკობრივი პენსია აქვს და სოციალურ დახმარებას 50 ლარს იღებს, მაგრამ მარტოხელა ხანდაზმული ქალის თქმით, სახელმწიფო დახმარება სიმბოლურია.
კომენტარები