მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ჩემ შვილებს ვეტყვი, რომ სხვის დავალებებს არ ვიღებდი, არ მიმიღია და არც მივიღებ არასდროს”

“ჩემ შვილებს ვეტყვი, რომ სხვის დავალებებს არ ვიღებდი, არ მიმიღია და არც მივიღებ არასდროს”

“ქალბატონო სალომე, შემიძლია მოგილოცოთ, „ნაცმოძრაობის“ ერთადერთ კამპანიაში არ იყავით ჩართული და დღეს იმაშიც ჩაერთეთ, რასაც შვილების ბულინგის კამპანია ჰქვია“, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

“რას ეტყვითო თქვენს შვილებს, თქვენს რიტორიკულ თუ არარიტორიკულ კითხვაზე პასუხს გაგცემთ. მე პირადად ვეტყვი, როგორც მწამდა და მჯეროდა იმას ვაკეთებდი მთელი ცხოვრება პოლიტიკაში და სხვის დავალებებს არ ვიღებდი, არ მიმიღია და არც მივიღებ არასდროს. ამას ვეტყვი საკუთარ შვილებს, ეს ასე იქნება სულ და ამას გააკეთებს ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, არავის დავალებას არ მიიღებს, ამას ვეტყვით ჩვენ შვილებს და მინდა ეს პირადად თქვენ კარგად იცოდეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები